უნდა გაითვალისწინოთ რომ...

ალუმინის პროფილები ორი სახისაა. მათ შორის განსხვავება კედლების სისქეშია.ცხადია,თხელკედელიანი პროფილები გაცილებით იაფია, თუმცა ნაკლებად პრაქტიკულია. გარეგნულად ისინი არაფრით არ განსხვავდებიან სქელკანიანი პროფილებისგან. ჩვენ გირჩევთ თხელკედლიანი პროფილები გამოიყენოთ მხოლოდ დეკორატიული მიზნებისათვის, ადგილებში სადაც არ მოხდება მათთან უშუალო კონტაქტი.

თუ პროფილის კედლის სისქე 2 მილიმეტრზე ნაკლებია, იგი თხელკედლიანად ითვლება. იყავით ყურადღებით და არ მოტყუვდეთ.
ჩვენს შესახებ

მოგესალმებით!

თუ თქვენი ვიზიტის მიზანი თქვენი ოფისის, სავაჭრო ცენტრის თუ საცხოვრებელი სახლისთვის თანამედროვე იერსახის მიცემის სურვილია,  ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით. უკვე 3 წელია, რაც ფირმა "Step Line" სამშენებლო პროდუქციის ბაზარზე წარმატებით საქმიანობს.

ჩვენი სამუშაოს ძირითადი მიმართულება ალუმინის მოაჯირების მოდელირება  და მონტაჟია. დეტალების ფართო არჩევანი დაგეხმარებათ შეარჩიოთ კონსტრუქცია თქვენი გემოვნების მიხედვით.

დაგვიკავშირდით და ჩვენ ყურადღებით მოგისმენთ და შემოგთავაზებთ ფასისა და  ხარისხის ოპტიმალურ ვარიანტს. საჭიროების შემთხვევაში უფასოდ შევასრულებთ გაზომვებსა და გამოთვლებს ნებისმიერი კონსტრუქციებისათვის.

გთავაზობთ საუკეთესო ფასებსა და შეღავათებს. ვმუშაობთ როგორც კერძო პირებთან, ასევე ორგანიზაციებთან        


ჩვენი სპეციალისტები დაამონტაჟებენ მოაჯირებს სწრაფად და ხარისხიანად, 15 გრძივ მეტრამდე დღეში, ამ შემთხვევაში გარანტია 1 წელს შეადგენს.

მოკლედ ალუმინის მოაჯირების შესახებ:


   მაღალხარისხოვანი მასალა
   დიზაინის ფართო არჩევანი
   უნივერსალურობა

პასუხები ზოგიერთ პოპულარულ კიტხვაზე:


                1. შეიძლება თუ არა მოაჯირების ქუჩაში დაყენება?


შეიძლება. ალუმინზე დატანილია ანოდირებული ზედაპირი სისქით 19 მიკრონამდე, რომელიც სანდოდ იცავს მოაჯირებს კაროზიისაგან და ბუნებრივი პირობების ზემოქმედებისაგან.
შედარებისათვის: მაჯის საათის ანოდირების გარანტიაში წერენ "იცვითება 1 მიკრონი წელიწადში." შესაბამისად ალუმინის მოაჯირის ზედაპირის გარანტია 19 წელს შეადგენს.
  
                 2.შეიძლება თუ არა ალუმინის ზედაპირის გაჩხაპნა?


სურვილისამებრ ნებისმიერი რამის გაფუჭება შეიძლება. ღრმა ანოდირება იცავს მოაჯირებს დაზიანებისაგან, ზედაპირი არ იცვითება.


                 3.რითია თქვენი ალუმინის მოაჯირები უჟანგავი ფოლადისგან დამზადებულ მოაჯირებზე უკეთესი?

არის რამოდენიმე  მნიშვნელოვანი განსხვავება. პირველ რიგში, ალუმინის მოაჯირები უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებულ მოაჯირებზე ორჯერ იაფია. გარდა ამისა, ალუმინის მოაჯირები სიმარტივითა და აწყობის სისწრაფით გამოირჩევა. თუ უჟანგავი ფოლადის მოაჯირები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მზადდება და მონტაჟდება საშუალოდ 6-8 გრძივ მეტრამდე დღეში, ალუმინის მოაჯირებს დამზადების ვადა არ გააჩნიათ და მათი დაყენება გაცილებით მალე ხდება -15 გრძივ მეტრიდან დღეში.  მონტაჟი სირთულეს არ წარმოადგენს და შედუღებას არ საჭიროებს. ალუმინის მოაჯირები არ საჭიროებენ მუდმივ პოლირებას და გაწმენდას, რასაც ვერ ვიტყვით უჟანგავი ფოლადისაგან დამზადებულ მოაჯირებზე.
        
                   4. როგორია მონტაჟის ვადა?

ჩვეულებისამებრ, 2 კაცისაგან შემდგარი ბრიგადა დღეში 15 გრძივ მეტრამდე მოაჯირებს ამონტაჟებს.